ჩვენ გვჯერა, რომ მწვანე ენერგიის წარმოება არის საფუძველი მდგრადი მომავლის შექმნისთვის.
ჩვენ შესახებ
ჩვენ ვახორციელებთ განახლებადი ენერგიის პროექტებს პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გვაქვს უნიკალური ექსპერტიზა პროექტების შემუშავებაში, ქარის და ფოტოელექტრული ელექტროსადგურების დაგეგმვაში, მშენებლობაში, დაფინანსებისა და ექსპლუატაციის საკითხებში
ჩვენ გვაქვს 80 MW-ზე მეტი განახლებადი ენერგიის დასრულებული პროექტი და ამჟამად ვმართავთ 57.5 MW საერთო დადგმული სიმძლავრის ობიექტებს პოლონეთში, საიდანაც 44 MW მოდის ქარის ფერმებიდან, ხოლო 13.5 MW – ფოტოვოლტური ფერმებიდან.
საქართველოში ჩვენ უკვე ექსპლუატაციაში გავუშვით რამდენიმე ფოტოვოლტური ფერმა, რომელთა საერთო სიმძლავრე 5.2 MW-ია. ამასთანავე, ვავითარებთ ახალ პროექტებს – ფოტოვოლტურ და ქარის ფერმებს, ჰესებსა და ენერგიის საცავ ობიექტებს, რომელთა დაგეგმილი მოსალოდნელი სიმძლავრე დაახლოებით 1300 MW-ს შეადგენს.
მოსთის ჯგუფის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ შეუძლია ინტეგრირება მოახდინოს ძირითადი საქმიანობის ყველა მიმართულების – როგორიცაა პროექტის დაგეგმვა, დიზაინი, მშენებლობა, ფინანსირება, სადგურების ოპერირება და ელექტროენერგიის ვაჭრობა.
ჩვენ ძირითადად ვმოქმედებთ შვილობილი კომპანიების მეშვეობით, რომლებიც სტრატეგიულ როლს თამაშობენ ჩვენი ბიზნეს მიზნების მიღწევაში განახლებადი ენერგიის, ელექტროენერგიის ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სექტორებში. ისინი პასუხისმგებელნი არიან ჩვენი აქტივების განვითარებაზე, მშენებლობაზე, მართვასა და ოპერირებაზე.
განახლებადი ენერგიის სექტორის გარდა, რომელიც ჩვენი ჯგუფის შემოსავლების უმეტეს ნაწილს უზრუნველყოფს, ჩვენ ასევე აქტიურად ვართ ჩართული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.
სპეციალიზებული ვართ თანამედროვე ტექნოლოგიებით მონტაჟსა და კონსტრუქციულ სამუშაოებში, ახალი ხიდებისა და სამრეწველო ობიექტების მშენებლობაში, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის კომპლექსურ რეაბილიტაციაში.
ჩვენ ასევე აქტიურად ვართ ჩართული კვლევისა და განვითარების სფეროში. R&D ინიციატივების ფარგლებში, ვგეგმავთ თანამშრომლობას ბიოტექნოლოგიურ კომპანიასთან, რომელიც ავითარებს ინოვაციურ სამედიცინო დიაგნოსტიკურ მოწყობილობებს.
ჩვენი მისია
განვითარებაზე: ქარის ფერმები, ფოტოვოლტური ფერმები და ჰესები, როგორც პოლონეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მიზანია არსებული ობიექტების გაფართოება ენერგიის საცავი დანადგარების დამატებით, დამოუკიდებელი საცავი ობიექტების მშენებლობა და ინოვაციური სისტემური და ქსელური სერვისების მიწოდება, რომლებიც ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესს უჭერენ მხარს
დირექტორთა საბჭო
დირექტირთა საბჭოს პრეზიდენტი – ანდჟეი კოვალიკი
ბატონმა კოვალიკმა დაამთავრა ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი, სტრუქტურების თეორიის სპეციალობით. იგი 1997 წლიდან მუშაობს „Warszawskie Przedsiębiorstwo Mostowe MOSTY Spółka Akcyjna“-ში, რომელიც დღევანდელი Grupa Mosty Sp. z o.o.-ის სამართლებრივი წინამორბედია. 2001 წელს დაინიშნა დირექტორთა საბჭოში, ხოლო 2003 წელს აირჩიეს საბჭოს პრეზიდენტად. 2012 წლიდან კომპანიის მთავარი აქციონერია.
დირექტორთა საბჭოს ვიცე–პრეზიდენტი, ფინანსური დირექტორი – იაცეკ სკრაბაჩი
ბატონმა სკრაბაჩმა დაამთავრა კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით. ასევე გაიარა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის (MBA) კურსი. კომპანიას შეუერთდა 2007 წელს. თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული კომპანიის განვითარებაში, ზედამხედველობდა როგორც კომპანიის, ასევე მისი შვილობილი კომპანიების ფინანსურ მიმართულებას. მას აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება საინვესტიციო პროექტების მართვაში პოლონეთის უმსხვილეს ბანკებთან თანამშრომლობის ფარგლებში.
ისტორია
| 1962 | დაიწყო საქმიანობა ვარშავის სამშენებლო სამუშაოების სამმართველოს ფარგლებში, რომელიც ეკუთვნოდა „Płockie Przedsiębiorstwo Robót Mostowych“ (PPRM). |
| 1965 | „Płockie Przedsiębiorstwo Robót Mostowych“-ის (PPRM) სტრუქტურებში შეიქმნა ვარშავის ფილიალი. |
| 1971 | კომპანიამ გახსნა მთავარი ოფისი ვარშავაში, მარივილსკას ქუჩაზე. |
| 1991 | ვარშავის ფილიალი გამოეყო PPRM-ს და შეიქმნა დამოუკიდებელი კომპანია. |
| 1992 | სახელმწიფო კომპანიის პრივატიზაცია და „Warszawskie Przedsiębiorstwo Mostowe MOSTY Spółka Akcyjna“-ს დაარსება. |
| 2011 | ექსპლუატაციაში შევიდა პირველი ქარის ელექტროსადგური (EOL) 6 MW სიმძლავრით. |
| 2017 | კომპანიამ დაიწყო საქმიანობა საქართველოში. |
| 2019 | ექსპლუატაციაში შევიდა პირველი სამი ფოტოვოლტური ფერმა საერთო 2.8 MW სიმძლავრით, რასაც სხვა ობიექტების დამატება მოჰყვა. |
| 2022 | დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქარის ენერგიის პროექტებისთვის უკრაინაში. |
| 2024 | დაიწყო საქმიანობა ელექტროენერგიის ვაჭრობის სეგმენტში. |
| 2025 | საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა პირველი მზის ფერმები საერთო 5.2 MW სიმძლავრით. |
| 2025 | დაიწყო პროგრამა, რომლის მიზანია მოქმედი განახლებადი ენერგიის ობიექტების აღჭურვა ენერგიის საცავებით და სისტემური თუ ქსელური სერვისების უზრუნველყოფა. |